საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო

1-dakrdzalva-saz3საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი,
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. მათ მიერ მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილი არასოდეს იქნება დავიწყებული. საქართველოს მოქალაქეთა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხსა და სახელმწიფოს”.