პოლიტიკა
სააკაშვილის ტრადიციას ავლაბრის სასახლის „ვირუსით“ დაავადებული მარგველაშვილი აგრძელებს და ჟოზე მანუელ ბაროზუს ოქროს საწმისის ორდენით აჯილდოებს!

1-ghimili-pol3საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. მარგველაშვილს, რომელიც ადრე სააკაშვილის სასახლეზე უარს ამბობდა, დღეს იქ ყოფნის უკვე არ ეშინია - ის გაშინაურდა და სააკაშვილის მიერ შემოღებულ ტრადიციასაც - უცხოელების დაჯილდოებას საქართველოს უმაღლესი ორდენებით - წარმატებით აკგრძელებს.

მაგალითად, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

"საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის, ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზ მინდა დავაჯილდოვო ოქროს საწმისის ორდენით და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა მას ქართველი ხალხის სახელით", -განაცხადა მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ჟოზე მანუელ ბაროზ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი იყო.