საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი - 2 ათასი კუბური მეტრის ოდენობის მთის ქანები - ჩამოიწვა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის, რადგანაც თვით ელგუჯა ხოკრიშვილი სტიქიის ზონაში იმყოფება!

1-meyeri-saz3საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით, ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი უკვე სტიქიის ზონაში იმყოფება და არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

ამ დროისათვის, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩამოშლილია დაახლოებით 2 ათასი კუბური მეტრის ოდენობის მთის ქანები. ჩამოწოლილმა მასამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი სრულად დაფარა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს.