სამართალი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ № 5 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს.
მისი თქმით, მეხუთე დაწესებულება რემონტს არ საჭიროებს და, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ინვესტორის ინტერესი იკვეთება, რადგან სხვაგვარად რთული წარმოსადგენია, რატომ იცლება 3-სართულიანი კორპუსი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით გარემონტდა.