პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და ზუსტად იგივე შესაძლებლობები გეძლევათ, ისარგებლოთ ევროკავშირის ყველა სიკეთით!“

1-licedei-aqt3-analitikaსაქართველო, 13 ივნისი, საქართველო. ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება არის ის საფუძველი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადა! -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.

ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს უმაღლესი დონის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები. ამდენად, ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის შეფასებით, ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს.

ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და ზუსტად იგივე შესაძლებლობები გეძლევათ, ისარგებლოთ ყველა სიკეთით, იქნება ეს ევროკავშირთან ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ხელი მოაწერეს პროექტს წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შესახებ“, რომლის თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 80 მილიონ ევროს გამოუყოფს.