პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი თინათინ მჟავანაძე: “ადმინისტრაციის უფროსმა და პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს”

1-purmarili-pol2საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. ამის თაობაზე მან პირადად მიმართა პრეზიდენტს და საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დააკმაყოფილა მისი განცხადება.
თანამდებობა დატოვა აგრეთვე ივანე მაჭავარიანმა, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადებაც დაკმაყოფილებულია პრეზიდენტის მიერ. ორივე განკარგულება შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე.

თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან და დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც პირადი სურვილის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

ჯერჯერობით არცერთ კანდიდატურაზე ლაპარაკი არ არის და ვერ დაგიდასტურებთ ვერცერთ იმ ვერსიას, რომელიც გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. როგორც კი იქნება რაიმე სიახლე ან გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია იმ დღესვე გაცნობებთ მას“, - განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.