საზოგადოება
ღარიბაშვილი: “ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ ჯანდაცვის ბიუჯეტი და გარდა იმისა, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებული ხარჯია, ვინაიდან საქმე ეხება მოქალაქეთა ჯანმრთელობას, რეალურად მოხდა სექტორის სერიოზული გამოცოცხლება და აღორძინება!”

1-shssminister-saz3საქართველო, 14 ივნისი. საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში სტუმრობისას განაცხადა. მრავალპროფილური კლინიკანიუ ჰოსპიტალსი“, სადაც 940 ადამიანია დასაქმებული, ყოველდღიურად 400-მდე პაციენტს ემსახურება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, კლინიკის დატვირთვის ზრდის გათვალისწინებით, კლინიკას ემატება ორი კორპუსი საერთო ფართობით 27 ათასი კვადრატული მეტრი. შედეგად ჰოსპიტალში საწოლების რაოდენობა 150-დან 400-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იქნება ყველაზე დიდი ჰოსპიტალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. მშენებლობის დასრულება ორ წელიწადში იგეგმება.

მთავრობის მეთაური კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად იმყოფებოდა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ნიკა ოქრიაშვილმა პრემიერს ლაბორატორია, ოფთალმოლოგიური კაბინეტი და ახალი ჰოსპიტალის მშენებლობა დაათვალიერებინა.