სამართალი
"ჯეოსტარის" მონაწილე ლევან კბილაშვილი ავარიაში მოყვა

gudushauriდიღმის ტრასაზე ავტოავარია მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილის საჭესთან "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტის "ჯეოსტარი 2010"- ის მონაწილე ლევან კბილაშვილი იჯდა. მართალია ის მსუბუქად დაზიანდა, მაგრამ ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სახეზე არსებულ ჭრილობაზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.