საზოგადოება
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები: თბილისი. უბნების 95%-ის მონაცემებით, დავით ნარმანიას - 46,12 %, ნიკა მელიას - 27,89 % აქვს

1-meri-bolo-saz-3საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დედაქალაქში 729 უბნიდან 695 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა, რაც 95%-ზე მეტს შეადგენს. 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისის მერის არჩევნებში ლიდერი კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანიაა 46,12 %-ით, მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა 27,89 %-იანი მაჩვენებლით. 
მერობის სხვა კანდიდატთა რეიტინგი ამ ეტაპზე ასეთია:

კახა კუკავა – 2,33 %,

დიმიტრი ლორთქიფანიძე – 12,84 %,

გიორგი გაჩეჩილაძე -1,15 %,

მიხეილ სალუაშვილი – 0,33 %,

ირმა ინაშვილი – 5,37 %,

სერგო ჯავახიძე – 0,35 %,

ირაკლი ღლონტი – 0,34 %,

გიორგი ლაღიძე – 0,11 %,

თეიმურაზ მურვანიძე – 0,5 %,

ასმათ ტყაბლაძე – 2,46 %,

გიორგი ლილუაშვილი – 0,11 %,

როინ ლიპარტელიანი – 0,11 %.