საზოგადოება
კახი კალაძე: „კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური დაინიშნა!“

1-xakawalker-saz3საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი.
„პრაქტიკულად ყველა საკრებულოში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი წარმომადგენლები შეადგენენ. საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1049 მაჟორიტარული მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 811  დეპუტატი გაიყვანა,  რაც საერთო რაოდენობის 77,31%-ს შეადგენს.
არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია.

ჯამში, ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ  64-ია  მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი.

მაჟორიტარული და სიითი შემადგენლობის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ 1400-მდე მანდატი მოიპოვა, რაც რამდენჯერმე აღემატება სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა მანდატების ჯამურ რაოდენობას.

დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებლია ის ფაქტი, რომ არჩევნების მეორე ტურში ლიდერ პოლიტიკურ ძალას  6 ოპოზიციური პარტია დაუპირისპირდება“, -  აღნიშნა, კერძოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე.