საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: "21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც მე-2 ტური გაიმართება, მხოლოდ 6-ში "ქართულ ოცნებას" "ნაცმოძრაობა დაუპირისპირდება“
Brif-saz-1საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. „ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად შეგნებულად ვრცელდება დეზინფორმაცია და ხდება ციფრებით მანიპულირება. სწორედ ამიტომ, აღვნიშნავ რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს მასშტაბით მოიპოვა მანდატების 67 %, თბილისში კი - 72 % ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კოალიციის ლიდერმა საზოგადოებას ცესკოს ბოლო მონაცემები მიაწოდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოებში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება 67%-ით, დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები - 20%-ით, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“ - 13%-ით. 
"საერთო შედეგები აჩვენებს, რომ ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით ლიდერობს „ქართული ოცნება“ 72%-ით, სადაც გამგებლები და მერები ყველა რაიონში და ქალაქში ლიდერობენ, მათ შორის იქ, სადაც მეორე ტური დაინიშნა,"
- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გუშინ გამართულ ბრიფინგზე.