უცხოეთი
დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულმა ბოევიკებმა ანბარის პროვინციაში სამი ქალაქი დაიპყრეს
sunitebi-zar2საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამჟამად ტერორისტების ხელთ იმყოფება ანბარის პროვინციის 70%, მათ შორის ქალაქები: რავა, ანა და ჰუსაიბა. ყველა მათგანი განლაგებულია  ბაღდადის მიმართულებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში. ასე, მაგალითად, ქალკაქი ჰუსაიბა მდებარეობს სულ რაღაც 100 კილომეტრში ერაყის საზღვრიდან. ერაყული სპეც-სამსახურების ოფიციალური წარმომადგენელის, კასემ ატტას განცხადებით, ჯარების გაყვანა, წარმოადგენს ტაქტიკურ მანევრს და ჯარისკაცების გადაჯგუფებისთვის არის გამიზნული. ფრანც პრესის ცნობით, შეიარაღებული შეტაკებების შედეგად ბოევიკებსა და სახელმიწფო ჯარებს შორის, სასაზღვრო ქალაქ ალ-კაიმში დაიღუპა 30 სახელმწიფოს ჯარისკაცი.
დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა სუნიტური ტომებისა და სადამ ჰუესინის ყოფილი მებრძოლების მხარდაჭერით, წინა კვირას დიდი ქალაქები დაიპრყეს ჩრდილოეთ ერაყში.