საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას და არ არის დამოკიდებული კომისიის მოქნილობაზე. ცალსახად განვმარტავთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ.
საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში და შესაბამისად ვერცერთი პოლიტიკური ძალა ან მათი განცხადებები ვერ იქონიებს გავლენას ცესკოს გადაწყვეტილებებზე.