რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის სიტყვებს აშშ-ს მისამართით პოლიტიკური რეალიზმი და ევროკავშირის მისამართით ნულანდის უხამსი გამონათქვამის პასუხი უწოდა
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ინტერნეტში გავრცელებული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის განცხადება ვარშავისა და ვაშინგტონის ურთიერთობების შესახებ, რომლებსაც ის ორალურ სექს ადარებდა, მის პოლიტიკურ რეალიზმზე მეტყველებს“, - მიაჩნიათ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„სიკორსკის გამონათქვამების არსი მის პოლიტიკურ რეალიზმზე მეტყველებს, ხოლო აშშ-თან მიმართებაში უხეში გამონათქვამები, სავარაუდოდ, პოლონეთის თავისებური პასუხია ევროკავშირის მისამართით და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ვიქტორია ნულანდის საწყენ და უხეშ გამონათქვამებზე", - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტში.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საქინფორმმა გამოაქვეყნა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის საუბრის საიდუმლო აუდიოჩანაწერი აშშ-ის ელჩთან უკრაინაში - ჯეფ პაიეტთან, სადაც ნულანდი უკიდურესად უცენზუროდ მოიხსენიებს ევროკავშირს (წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც ევროკავშირთან მიმართებაში ძალადობრივ სქესობრივ აქტს ასახავს).