საზოგადოება
საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უელსის სამიტზე აღიარებული იქნება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.სააგენტო Reuters ალიანსში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უელსის სამიტზე, საქართველომ, შესაძლოა, გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგის გეგმა მიიღოს.
როგორც სააგენტოს სანდო წყარო განმარტავს, ნატოს წევრი ქვეყნები ჯერჯერობით ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს.
ნატოს სამიტი უელსში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.