სამართალი
ირაკლი ალასანიას განცხადებით, „დღეს, საქართველო და ნატო საუბრობს შემდეგ ნაბიჯზე - ინტეგრაციაზე, რომელიც არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ეგრეთწოდებული „მაპი“. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული წლები, რომ გავხდეთ სრულად მზად, პოლიტიკური სისტემით, უსაფრთხოების ზომებით და თავდაცვისუნარიანობის დონით ნატოს წევრები.
ის რაც ხდება უკრაინაში, რუსეთის აგრესია და რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტი უნდა გვკარნახობდეს, რომ საქართველოსთან უნდა დაიწყოს ახლა, ძალიან მალე გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. მაგრამ, ეს არის ჩვენი სურვილი. აქედან გამომდინარე, ტექნიკურად აბსოლუტურად მართლია ჯეიმს აპატურაი.
...ის წევრი ქვეყნები, ვისაც გააჩნია ასეთი შესაძლებლობები, ეს იქნება საჰაერო თავდაცვა, თუ სხვა ჩვენთვის საჭირო შეიარაღება, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს. ამ კუთხით მიმდინარე მოლაპარაკებები, აღარ დავაკონკრეტებ ვისთან და როგორ, წარმატებით მიმდინარეობს. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე უკვე საჯაროდაც გაცხადდება ამ მოლაპარაკებების შედეგები.“