ირაკლი ალასანია: „იქნება ინტელექტუალურ-პოლიტიკური დებატები, თუ რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვისთვის ევროპამ, როდესაც ასეთი მზარდი რუსული აგრესია შეიგრძნობა მთელს რეგიონში!“
საქართველო, 27 ივნისი,
საქინფორმი. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა.
GDSC ხვალ ოფიციალურად გაიხსნება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საერთაშორისო ფორუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ალასანია გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი. კონფერენციის დახურვაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი.
ფორუმის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, დაგეგმილი სამიტი უელსში, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF-ის ოპერაცია და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.