უცხოეთი
საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. უკრაინა „რუსეთის გაზის ნემსიდან უნდა ჩამოვიდეს“ და გაბედული ნაბიჯები გადადგას ეკონომიკის ტრანსფორმაციისათვის, რომლის სავალალო მდგომარეობა ღრმავდება უზარმაზარი სახელმწიფო ხარჯებითა და კორუფციით, - განუცხადა „როიტერს“ ყოფილმა რუსმა მაგნატმა კახა ბენდუქიძემ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოს თხოვნაზე, გამხდარიყო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, თანხმობა განაცხადა.მის მიერ შეთავაზებული რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემის ცვლილებებს, ქვეყნის შიგნით მოხმარებულ გაზზე ფასების ზრდას, სახელმწიფო აპარატის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რიცხვის შემცირებას, კორუფციასთან დაუნდობელ ბრძოლას.
„დღეს საკითხი მარტივად დგას - ყოფნა-არყოფნა, - განაცხადა ბენდუქიძემ, - თუ უკრაინა ამ რეფორმებს არ გაატარებს, შესაძლოა გაქრეს როგორც სახელმწიფო“.
„უკრაინა და საქართველო საერთო ინტერესებისა და საერთო მტრის ქვეყნებად იქცნენ, ჩვენ ბარიკადების ერთ მხარეს აღმოვჩნდით“, - განაცხადა მან.