უცხოეთი
აშშ-მა რფ-ში ახალი ელჩის ჯონ ტეფტის დანიშვნაზე მოსკოვის თანხმობა ითხოვა

1-hamster-zar1საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. აშშ-მა მოსკოვს თხოვნით მიმართა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ჯონ ტეფტის დანიშვნის თაობაზე. რუსეთი, სავარაუდოდ, ამ თხოვნას დადებითად უპასუხებს. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება.
აშშ-ის ელჩმა რფ-ში მაიკ მაკფოლმა სამშობლოში თავისი დაბრუნების შესახებ 4 თებერვალს განაცხადა. უწინ გაზეთი New York Times თეთრ სახლში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბარაქ ობამა მოსკოვში აშშ-ის ელჩად ჯონ ტეფტის დასანიშნავად ემზადებოდა. ტეფტი 2009 წლის ბოლოდან 2013 წლის აგვისტომდე აშშ-ის ელჩი იყო უკრაინაში, მანამდე ელჩად მუშაობდა ლიტვასა (2000-2003) და საქართველოში (2005-2009), ასევე ამერიკის დიპმისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა მოსკოვში (1996-1999).

„თეთრ სახლში საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ რფ-თან მიმართებით პოლიტიკაში. ახალი გადატვირთვა არ იქნება და ბოლო 2-ნახევარი წელი ბარაქ ობამას ადმინისტრაცია რფ-თან ურთიერთობების მინიმიზებას შეეცდება“ - განუცხადა „კომერსანტს“ წყარომ თეთრ სახლში.