სამართალი
საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ბენზინის ფასმა 2-დან 5 თეთრამდე მოიმატა. კომპანიები ”ვისოლი” და ”გალფი” განმარტავენ, რომ საქართველოში საწვავზე ფასის მატება განაპირობა ნავთობის ღირებულების ზრდამ საერთაშორისო ბაზარზე, რამაც 7% შეადგინა.
დღეის ვითარებით, ”ვისოლის” ქსელში ყველა მარკის საწვავზე ფასი 2 თეთრით გაზარდა. ”ეკო სუპერის” ფასი 2,35 ლარია, ”ეკო პრემიუმი”-2,27 ლარი ღირს, ”ეკო დიზელის” ფასი -2,30 ლარია, ”ეკო რეგულარი”- 2,17, ”ევრო რეგულარი”- 2,12, ”დიზელ ენერჯი” კი – 2,14 ლარი ღირს.