მათი ჩამოსვლის მიზანი საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესწავლა და გაზიარებაა. შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცეს. უკრაინული დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან ერთად უკრაინაც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.
„ჩვენს უკრაინელ კოლეგებს კიევში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე შევხვდეთ და მაშინ გადავწყვიტეთ ძალიან ახლო თანამშრომლობა გვქონოდა ქართულ და უკრაინულ მხარეებს. ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა ემყარება ჩვენ ქვეყნებს შორის კეთილგანწყობას, მეგობრობას, ერთიანი მიზნებით მოძრაობას. ახალი მთავრობის პირობებში მას ახალი იმპულსი ეძლევა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.