უცხოეთი
რადიკალ ისლამისტური მოძრაობა ჰამასის ბოევიკების მასიური სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში შეტევა 150 სამიზნეზე განახორციელეს

1-inferno-zar1საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ისრაელის ჯარებისა და მოძრაობა ჰამასის ახლად ესკალირებული დაპირისპირების კატალიზატორად იქცა 16 წლის პალესტინელი ახალგაზრდისა და ისრაელის სასულიერო სკოლის 3 მოსწავლის გატაცება და მკვლელობა, რის შედეგადაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით იქნა გაშვებული სამასამდე რაკეტა, იუწყება Deutsche Welle. ხოლო სამშაბათს, 8 ივლისს, ისრაელის თავდაცვის სამხედროების ცნობით, ჰამასის მიერ გაშვებული 130 ერთეული რაკეტიდან ერთ-ერთი იერუსალიმში მდებარე სახლს მოხვდა.

 

არავინ დაშავებულა, რადგან სისტემა „რკინის გუმბათმა“ რაკეტა ტელავივის თავზე გაანადგურა. დაიბომბა ქალაქები ბეერ-შევა, აშკელონი და აშდოდი. ისლამისტი რადიკალების თქმით, მათ შეუძლიათ შეტევის განხორციელება ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქზეც - ხაიფზე. ისრაელის არმიაში არ გამორიცხავენ ღაზას სექტორში საქვეითო ოპერაციების განხორციელების მცდელობას.
„ბრძოლა გასტანს იმდენ ხანს, რამდენსაც ამის საჭიროება მოითხოვს. ჩვენ არ ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია მალე დასრულდება“, - განაცხადა ისრალეის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა, პიტერ ლერნერმა.