უცხოეთი
ერაყმა გაეროს აცნობა ბოევიკების მიერ 40 კგ ურანის გატაცების შესახებ

1-zarubej-zar2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ერაყის ელჩის, მოჰამედ ალი ალ-ჰაკიმის განცხადებით დაახლოებით 40 კგ ურანის შენაერთი, რომელიც  ქალაქ მოსულის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ინახებოდა, ექსტრემისტების განკარგულებაში გადავიდა. საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ერაყის ხელისუფლებამ აცნობა გაეროს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ ქვეყნის ჩრდილეოთით მდებარე ლაბორატორიიდან 40 კგ ურანის გატაცების შესახებ და მოიხმო იგი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან დიპლომატმა, ალ-ჰაკიმმა დასძინა, რომ გატაცებული მატერიალები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბირთვული იარაღის შესაქმნელად და ,გარდა ამისა, არსებობს რისკი იმისა, რომ ბირთვული ნივთიერებები არაკანონიერი გზით ქვეყნის ფარგლებსაც გასცდება. აშშ-ის ხელისუფლებაში მყოფმა წყარომ, რომელიც კარგადაა ინფორმირებულია ერაყში მომხდარის შესახებ, იტყობინება, რომ დაჯგუფების მიერ გატაცებული ურანი გამდიდრებული არაა და მისი გამოყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად შეუძლებელია.