უცხოეთი
საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მთელი ღამის მანძილზე საბრძოლო შეტაკებები მეამბოხეებსა და ძალოვანებს შორის დონეცკის სხვადასხვა რაიონებში გრძელდებოდა.
„მოწინააღმდეგე აგრძელებს სვლას დონეცკის მიმართულებით, ჩვენ ვცდილობთ მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამასთან, ჩვენს ჯარს უჭირავს სევერსკი, სლავიანსკის შემოგარენში, რომელიც გვესაჭიროება იმისათვის, რომ მოწინააღმდეგემ ალყის ქვეშ ვერ მოაქციოს ლისიჩანსკი და ლუგანსკის ოლქი. ამჟამად სამხრეთ ტერიტორიის, Саур-Могилы-ს სიახლოვეს ალყაში მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფება მოვაქციეთ“, - განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა.