საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სამხედრო ძალების სტრატეგიული ტრანსპორტირების (USTRANSCOM) სარდალს, გენერალპოლ სელვას შეხვდა
საქართველო, 10 ივლისი,
საქინფორმი. მხარეებმა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ISAF-ის მისიაში. ამერკელი გენერალი ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციას სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. საუბრისას, მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობადა უელსის სამიტზე საქართველოს ნატო-სთან დაახლოების პერსპექტივა