გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი „დაბნეულია და გაოგნებული“ იმ სკანდალური ამბით, რომ გერმანიის ტერიტორიაზე დაკავებული პირი, შესაძლოა ამერიკელი ჯაშუში იყოს.
საქართველო, 11 ივლისი,
საქინფრომი. გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხდარის დეტალური გამოძიების შედეგების მოლოდინშია, ვინაიდან ეჭვი მხოლოდ დაკავებულის ჩვენებას ეყრდნობა.
„თუ ეჭვები გამართლდა, აშშ-ის რეპუტაცია გერმანიაში მნიშვნელოვან ზიანს განიცდის“, - აღნიშნა ჩინეთში მიმავალმა, მერკელის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, შპიგელმა.
მისივე განცხადებით, საკითხი ეხება მოკავშირე აშშ-ის ძალიან უხეშ დამოკიდებულებას ფედერატიული რესპუბლიკის მიმართ. ბერლინში თვლიან, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ შესაძლო თვალთვალისა და მერკელის მობილური ტელეფონის მოსმენის შედეგად, ვოშინგტონის სპეცსამსახურების მიერ კონტროლის გაძლიერების მცდელობა კრახით დამთავრდა.