უცხოეთი
პუტინი სთავაზობს ლიდერებს “ელექტრონული მოსმენისგან” თავდაცვითი ზომების მიღების ინიციატივას

1-pokrov-zar3საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს თავის ერთკვირიან ლათინოამერიკულ ტურში მიემგზავრება. მისი ვიზიტი რუსეთისგან ამდენად შორსმდებარე ადგილას, უკავშირდება  რუსეთთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობების მქონე კუბას.
ხელისუფალმა განაცხადა, რომ რუსეთი ოპტიმიზმის თვალით უყურებს სამომავლო ურთიერთობებს კუბასთან. „რუსი ერი კუბელების მიმართ პატივისცემითა და სიმპატიითა განწყობილი“, - აღნიშნა პუტინმა.
მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნეში კუბასა და რუსეთს ორმხრივმა თანამშრომლობამ სტაგნაცია განიცადა.
ამჟამად რუსეთი უკვე ცდილობს დაკარგული დროისა და შესაძლებლობების ანაზღაურებას.

ბოლო პერიოდში ვლადიმერ პუტინი „კიბერშანტაჟის“ აქტუალურ პრობლემაზე შეჯერდა.
რუსეთის ლიდერი ამგვარ დამოკიდებულებას პარტნიორების მიმართ თვალთმაქცობასა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დარღვევას უწოდებს. ამრიგად მან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საინფორმაციო თავდაცვითი სისტემის შექმნაზე.