უცხოეთი
არგენიტინის პრეზიდენტმა პუტინს ტანგოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტი (ბანდონეონი) აჩუქა
2-vladkrist-zar3საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. არგენტინის პრეზიდენტმა, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა, ბუენოს აირესში რუსეთის ფედერაციიდან ჩასული ვიზიტორებისთვის გამართული საზეიმო ნადიმის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტი (ბანდონეონი) გადასცა.
ცერემონიის წამყვანის სიტყვებით, ეს ინსტრუმენტი არგენტინის სიმბოლოს წარმოადგენს. ამის პასუხად რუსეთის ლიდერმა არგენტინის პრეზიდენტს ვერცხლის ხელნაკეთი ზარდახშა გადასცა. არგენტინის პრეზიდენტმა, ასევე ნადიმზე მყოფ ურუგვაის პრეზიდენტს, ხოსე მუხიკის საჩუქრად, არგენტინელი ოსტატების მიერ გაკეთებული „მატესათვის“ განკუთვნილი ვერცხლის კრებული გადასცა.
არგენტინის პრეზიდენტმა ისტორიული ძეგლი „კასა როსადა“, რომელშიც ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენციაა განლაგებული, რუსეთის ხელისუფალს დაათვალიერებინა.
კირშნერის სიტყვებით, მას სურდა პუტინისთვის არგენტინის ისტორიის მთავარი ღირშესანიშნაობანი გაეცნო. მან ყურადღება საკონფერენციო დარბაზზე გაამახვილა, რომელშიც შემდგომ ორი ქვეყნის ლიდერემა მოლაპარაკაბე აწარმოა. დარბაზის კედლები არგენტინის ცნობილი მოღვაწეების პორტრეტებით იყო მორთლი.