სამართალი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის მიერ ლენტეხისთვის მიყენებული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო

1-mud-sam3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის მიერ ლენტეხისთვის მიყენებული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო. ლენტეხში სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე და დეპარტამენტის თანამშრომლები გაემგზავრნენ.

გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა გზებზე ჩამოვიდა მთის ნაშალი, დაიტბორა ეზოებისა და სახლების ნაწილი. გაწმენდით სამუშოებს სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლება აწარმოებდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას კოორდინაციას ადგილზე გაუწევენ. მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.