აქტუალური
“რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მესტიის მიმართულებით ფრენა განახლდება” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატახტარის აეროდრომზე სტუმრობისას

1-okprh-aqt2საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი აბსოლუტურად კომფორტულია და 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი 65 ლარამდე, რათა სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ავიარეისით სარგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ,,სერვისეირი რეისებს მესტიის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. კომპანია მგზავრებს ახალი, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით გადაიყვანს. ბილეთების შეძენა მსურველებს დღეიდან შეუძლიათ, რეისების შესრულება კი 18 ივლისიდან დაიწყება.