სამართალი
“გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი ამოიღო, რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთარობის გუშინდელ სხდომაზე
1-handenwash-sam1საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. პრემიერის განმარტებით, ამ ოდენობის ნარკოტიკი სამართალდამცავებს არასოდეს ამოუღიათ. მართლაც დასაფასებელია ის მუშაობა, რასაც ლექსო ჭიკაიძის უწყება ახორციელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს მკაცრი. გასულ წლებში ჩვენ არასოდეს გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული ოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტი. გასულ წელს ჩვენ ამოვიღეთ 116 კილოგრამი, რაც რეკორდული რაოდენობა იყო, თუმცა ლექსო ჭიკაიძემ ეს რეკორდი მოხსნა და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აძლიერებს და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას უწყობს ხელს.