უცხოეთი
შეხვედრა გერმანიის ბუნდესკანცლერ, ანგელა მერკელთან
1-merkelputin-zar2საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. რიო-დე-ჟანეიროში შემდგარ შეხვედრაზე ერთმანეთს ვლადიმერ პუტინი და გერმანიის ბუნდესკანცლერი, ანგელა მერკელი მივიდნენ. შეხვედრამ საკმაოდ დიდ ხანს გასტანა და ფრიად დეტალური და კონსტრუქტიული ხასიათის მატარებელი გახლდათ.
რუსეთის პრეზიდენტი და გერმანიის ბუნდესკანცლერი ერთმანეთს დათანხმდნენ, იმაში რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია დეგრადაციისკენ მიდის. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნეს ისიც, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, განთავისუფლდნენ სამხედრო ტყვეები და გამოცხადდეს მშვიდობა.
რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება უკრაინის მოქმედებებზე და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ როდესაც უკრაინული ჭურვები ეცემა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რასაც ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი მოჰყვება, როგორც ეს როსტოვის ტერიტორიაზე მოხდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი.