აქტუალური
საქინფორმი: ასათიანის განცხადება დაემთხვა კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს, ვინც გარდაცვალებამდე ივანიშვილს ბრალი დასდო ტელეკომპანია „მაესტროს“ რუსეთის ფედერალური სამსახურების ხელში გადაცემაში. სად მიდის კვალი? - მოსკოვში, აშშ-ში, თუ სააკაშვილთან?

1-dapruwe-aqt2საქართვლო, 16 ივლისი, საქინფორმი. ტელეკომპანია მაესტროს” ერთ-ერთი მეპატრონე მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს. ასათიანი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ თითქოს ის ტელეკომპანია “მაესტროს” წილს ყიდის.
"დღეს ერთ-ერთმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია თითქოს მე ვყიდი მაესტროს წილს და რომ მყიდველი არის ქართველი ბიზნესმენი. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა რომ ეს არ არის სიმართლე, არ იგეგმება წილის გაყიდვა და ეს საკითხი დღის წესრიგშიც არ დამდგარა. მაესტროს გუნდთან ერთად ვგეგმავთ უამრავ სიახლეს და ვემზადებით ახალი სეზონისთვის", - აცხადებს ასათიანი.

საქინფორმი: როგორც ირკვევა, კიწმარიშვილის მანქანაში აღმოჩენილი პისტოლეტი, იყო მის მიერ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე შეძენილი - თითქოს იყო მისი ძმის დაბადების დღისთვის მომზადებული საჩუქარი. ჩნდება კითხვა - რა საჭიროებას წარმოადგენდა პისტოლეტის ეროსის სახელზე გაფორმება, თანაც დაჩქარებულ რეჟიმში, ერთ საათში და დამატებითი ხარჯით, თუ კი ერთი დღის შემდეგ იგი მისი ძმის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო? გარდა ამისა დიდია იმის ალბატობაც, რომ პისტოლეტი მხოლოდ შენახვის ნებართვით იყო გაფორმებული. თუმცაღა კიწმარიშვილი მას თან ატარებდა, რაც კანონმდებლობით ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ითვალისწინებს ხუთწლიანი ვადით თავისუფლების აღკვეთას. ნუთუ იგი კანონის დარღვევაზე შეგნებულად წავიდა, რადგან იგრძნო უფრო სერიოზული საფრთხე, არა სახელმწიფოსგან, არამედ სხვა რამისგან.