სამართალი
„თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდათ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს!“ - განცხადება "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა

1-energopro-sam2საქართვლო, 16 ივლისი, საქინფორმი. მისი თქმით ელექტროენერგიის ახალი მეთოდოლოგია, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა გამჭვირვალე და მისაღებია. "ჩვენი კომპანია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს ამ მეთოდოლოგიაზე. ყველა მონაცემი, რაც სჭირდებოდა კომისიას ტარიფების განსაზღვრისთვის, ჩვენ უკვე მივაწოდეთ. ეს ძალიან გამჭირვალე მეთოდოლოგიაა, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციას. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტარიფები ასახავს კომპანიის მოთხოვნილებებს. ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ ამას. თუ საჭიროა ინვესტიციები, მაშინ, რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს გამომდინარეობს ქსელის მდგომარეობიდან. ასე, რომ თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს", - განაცხადა ნიკოლოვმა.