სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელს მუშაობაში დაბრკოლება შეუქმნეს

1-itt-sam3საქართვლო, 16 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადება სეხმაურება: „2014 წლის 11 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არმენ მარანგოზიანი მივიდა ახალქალაქის პოლიციის შენობაში მოქალაქის მოსანახულებლად, რომლის ოჯახის წევრთა ცნობით, მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის რწმუნებულმა წარადგინა შესაბამისი მოწმობა, რის შემდეგ ის შევიდა პოლიციის შენობაში, მას გაესაუბრა სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა სამმართველოში, რის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა დატოვა პოლიციის შენობა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს მუშაობაში დაბრკოლება შეუქმნეს და მოქალაქესთან ვიზიტის განხორციელებაში ხელი შეუშალეს სიმართლეს არ შეესაბამება. შსს აქტიურად თანამშორმლობს სახალხო დამცველის აპარატთან და 2013-2014 წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში 140-მდე ვიზიტი განახორციელეს“, - აცხადებენ შსს-ში.