ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ავღანელ ჯარიკსაცებს საარტილერიო ქვემეხის ტექნიკური მომსახურების კურსი ჩაუტარეს
საქართველო, 16 ივლისი,
საქინფორმი. ავღანეთის ეროვნული არმიის
205-ე კორპუსის სამხედროებს წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო ინსტრუქტორის, ვიცე-პოლკოვნიკ
მიხეილ ქამხაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. საარტილერიო სწავლება ყანდაღარის პროვინციაში, ავღანურ სამხედრო
ბაზა „Eagle”-ში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საარტილერიო სწავლების დასრულების შემდეგ, მთავარმა ინსტრუქტორმა კურსდამთავრებულებს სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. ცერემონიას სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკონიკი ილია ტიკურიშვილი, ასევე, ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე კორპუსის სამეთაურო რგოლი - ბაზა „Hero-ს” მეთაური, გენერალ-მაიორი ჰამიდულა ჰამიდი და ზაბულის პროვინციის მეორე ბრიგადის მეთაური, გენერალი მუჰამედ აკრამ სომი დაესწრნენ.