აქტუალური
მერი ნარმანა: “ვინც წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მსახურებაში იყვნენ და ამისთვის შრომის ანაზღაურებას იღებდნენ, სხვას არაფერს აკეთებდნენ - ასეთი ადამიანები ჩამოშორდებიან მერიის სისტემას!”

1-narmann-aqt3-mainსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. თბილისის არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ კონსულტაციები უკვე გაიარა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. საუბარი მერიის სისტემის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას შეეხო. ატესტაციის წესი საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდება და სწორედ ამ წესის შესაბამისად ჩატარდება ატესტაცია. კვალიფიციური ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას. სხვები, ვინც წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდნაციონალური მოძრაობისმსახურებაში იყვნენ და ამისთვის შრომის ანაზღაურებას იღებდნენ, სხვას არაფერს აკეთებდნენ - ასეთი ადამიანები ჩამოშორდებიან მერიის სისტემას...
ბევრი საკითხია, რომელიც ჩვენ უნდა მოვამზადოთ, საკრებულოში მივიტანოთ გადასაწყვეტად, არის რიგი საკთხებისა, რომელიც საკრებულოში მომზადდება და ჩვენ ჩავერთვებით განხილვებში. მე მეყოლება სპეციალური წარმომადგენელი საკრებულოში, რომელიც იქნება ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში საკრებულოს კომისიებთან, ფრაქციებთან,რათა დეტალურად განიხილონ ის საკითხები, რომლებიც შემდგომ საკრებულოს სხდომაზე , როგორც გადაწყვეტილება ისე უნდა იქნას მიღებული, - აცხადებს ნარმანია.

1-statis-aqt3-down