აქტუალური
"პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის სახლიდან და ავტოფარეხიდან ამოღებული ვიდეო მასალები იშიფრება" - პროკურატურის ახალი განცხადება ეროსი კიწმარიშვილზე

1-gunpcz-aqt1საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის სახლიდან და ავტოფარეხიდან ამოღებული ვიდეო მასალები იშიფრება - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაკეთდა. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, ამ მომენტისთვის დაკითხულია ათეულობით მოწმე და ჩატარებულია არაერტი საგამოძიებო მოქმედება, პროკურორი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა თვითმკვლელელობის მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
თუ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა სხვა ფაქტობრივი გარემოებები და სახეზე გვექნება სხვა დანაშაულის ნიშნები მოქდება გადაკვალიფიცირება სხვა მუხლით. ამ დროისთვის ხდება სხვადასხვა საგამოძიებო ვერსიების შემოწმება და წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება რომ სახეზე გვაქვს თვითმკვლელობა, მკვლელობა ან უბედური შემთხვევა არის ნაადრები, საგამოძიებო ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს. ამ დროისთვის ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია ექსპერტიზები, დაკითხულია არაერთი მოწმე, ამ წუთებში ხდება ამოღებული ვიდეო მასალების გაშიფვრა საგამოძიებო უწყებაში“,-განაცხადა პროკურორმა