აქტუალური
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე

1-arivtrubu-aqt2საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ ამ თემაზე სრულიად უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა და მიზანმიმართული კამპანია დაიწყო. როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს განუმარტა, ამ თემაზე განცხადება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა, თუმცა ტარიფებს არანაირი ზრდა არ ემუქრება. „ელექტროენერგიის ტარიფს ზრდა არ ემუქრება და შენარჩუნდება ის ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.