აქტუალური
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ბაზა „ლეზერნეკს“ ტოვებენ. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს

1-crusaders-aqt3საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იხურება კოალიციის სამხედრო ბაზები და მცირდება კონტინგენტის რაოდენობა. 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები  გადაიბარებენ.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში მსახურობდა ბაზა „ლეზერნეკზე“. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს.
ISAF-ის მისიის ფარგლებში, 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ბოლო დავალება წარმატებით შეასრულეს.