აქტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: „რამდენადაც მე ვიცი, ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის ყოფნა იურიდიულად აუცილებელი არ არის...“

1-maya-aqt1საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია პანჟიკიძე დღეს, ა.წ. 18 ივლისს, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე გიორგი მარგველაშვილის არმიწვევის ფაქტს ეხმაურება. რამდენადაც მე ვიცი, იურიდიულად ეს აუცილებელი არ არის. ეს არის უბრალოდ საზეიმო სხდომა და ჩემთვის არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა პრეზიდენტი მას. ეს პარლამენტის შენობაში მიმდინარე მოვლენაა, ის არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის მასპინძელი და ეს შეკითხვა მას უნდა დაუსვათ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.