აქტუალური
ინგა გრიგოლია: „არ მჯერა, რომ ეროსიმ თავი მოიკლა. თუ კი ვინმე მას იცნობდა, მისთვის ეს დაუჯერებელია!”

1-eros-aqt2საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გუშინ ინგა გრიგოლია ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებთან მისასამძიმრებლად იმყოფებოდა. გრიგოლიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე არსებული ვერსიის არ სჯერა. "არ მჯერა, რომ ეროსიმ თავი მოიკლა. თუ კი ვინმე მას იცნობდა, მისთვის ეს დაუჯერებელია. ჯერჯერობით ძალიან ბევრი კითხვა არის ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, კამერებიდან დაწყებული: თითის ანაბეჭდები, ღვედი, რომელიც იყო შეკრული, ჩართული ფარები და ..
ბოლო პერიოდში მასთან მქონდა ხშირი შეხება, ის იყო საარჩევნო პროცესში ჩართული და არერთხელ გვისაუბრია. ის იყო ჰიპერაქტიული. ბოლო არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ჰქონდა ძალიან კარგი გეგმები. არ მომეჩვენა დეპრესიულად, ან იმ მდგომარეობაში, რომ ხუთი დღის შემდეგ მას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა,"- აღნიშნა ცნობილმა ტელეწამყვანმა.