სამართალი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურატურას და შსს-ს რეკომენდაციით მიმართავს-გამოიძიოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი პირების საქმეები

1-death-sam2საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. როგორც პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენის დროს ომბუდსმენმა განაცხადა, ამ საქმის გამოძიება უნდა წარიმართოს მთავარ პროკურატურაში, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ყველა პრინციპის დაცვით. ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. სპეცოპერაციისას დაიღუპნენ არჩილ ჩოხელი, სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 პირის ლიკვიდაცია.
"სამწუხაროა, რომ კვლავ არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, კვლავ დგას ინსტიტუციური ქვემდებარობის საკითხი. პარლამენტის გასული წლის 30 ივლისის დადგენილების მიუხედავად, გამოძიებას კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს", - განაცხადა ომბუდსმენმა.