სამართალი
ავტობუსის მძღოლს მგზავრი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც დაზარალებული გარდაიცვალა

1-yellow-sam3საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ავტობუსის მძღოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე გადაკვალიფიცირდა - ამის შესახებ "პირველ რადიოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა. საქმე 116 მუხლის I ნაწილით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ცნობისთვის: ავტობუსის მძღოლს მგზავრი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც დაზარალებული გარდაიცვალა. გარდაცვლილი მძღოლი №19 სამარშუტო ხაზზე მუშაობდა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე დაახლოებით 12.00 საათისთვის მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მგზავრსა და მძღოლს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო , რაც მძღოლმა მგზავრს მიმართა, რომ ის წინა სკამზე არ დამჯდარიყო. მათივე ინფომაციით მგზავრმა 45 წლამდე მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც ის დაეცა და თავი დაიზიანა. თავდაპირველად საქმე 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა.