უცხოეთი
საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. მომდარიდან არც თუ ისე გვიან, კიევში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი იყო ჩამოგდებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკ“-ის მეშვეობით. მომხდარი კი ტერაქტს წარმოადგენს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ უბრალოდ არ გააჩნიათ ისეთი ტიპის იარაღი, რომლითაც შესაძლებელია ცაში 10 კილომეტრ სიმაღლეზე მყოფი ავიალაინერის ჩამოგდება. იგი მომხდარს კიევის ხელისუფლების პროვოკაციად მოიხსენიებს. გარდა ამისა, თვითმხილველთა თქმით კატასტროფის ადგილას იმყოფებოდა უკრაინის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავს თავს დაესხა. თვითმფრინავის ბორტზე 280 მგზავრი და 15 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა - მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.
გადარჩენა ვერავინ მოახერხა.