აქტუალური
ხელისუფლებამ ბიუჯეტის შევსების ახალ ფორმას მიაგნო

repetitori2პარტიის "ჩვენ თვითონ" ინფორმაციით, "ხელისუფლებამ ბიუჯეტის შევსების ახალ ფორმას მიაგნო და საგადასახადო სამსახურებმა მორიგ სამიზნედ ე. წ. რეპეტიტორები ამოიღეს". პარტიაში აცხადებენ, რომ დღის წესრიგში პედაგოგების ინდმეწარმეებად დარეგისტრირების და მათთვის საშემოსავლო გადასახადის დაკისრების საკითხი დგას. "პედაგოგებს, რომელთაც აქამდე მცირე ხელფასის გამო ოჯახების სარჩენად დამატებითი შემოსავლის წყაროზე ფიქრი უწევდათ, ახლა კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ: მათ საკუთარი, ისედაც მცირე შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა გაუყონ," - ნათქვამია ,,ჩვენ თვითონის’’ განცხადებაში.