“ვულოცავ ყველას დღევანდელ დღეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში!” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე
საქართველო, 21 ივლისი,
საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ოცნება არის ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და ქვეყნის განვითარება.
„ეს არის ჩვენი წინაპრების და ჩვენი ოცნება. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს!",- განაცხადა პრემიერმა.
სზხელმწოფოს მეთაურმა ჟურნალისტების მიერ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: " პრეზიდენტი არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თქმა უნდა, დღეს შემოგვიერთდა",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 2014 წლის 18 ივლისს, პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ პრემიერმა სარატიფიკაციო სიგელს მოაწერა ხელი.