პოლიტიკა
“საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას განახორციელებს, რაც საქართველოს ურყევი ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურებაა” - განაცხადამის პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკომის ფულესთან შეხვედრაზე
1-canI-pol2საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებზე იმსჯელეს. საუბარი ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსაც შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად და პროცესის ეფექტური კოორდინაციის მიზნით არსებობს ევროპაში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.  საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020“-ის შესახებ, რომელიც ასევე ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
პრემიერმა ევროკომისარს რეფორმების პროცესში საქართველოს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.