აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა

1-uptous-aqt3საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები იყო. საუბრისას, მათ   ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი სამოქმედო გეგმა განიხილეს და სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელეს.  მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისხელმომწერი ქვეყნის მნიშვნელობა კავკასიის რეგიონში. გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ ყურადღება რეგიონალურ საკითხებსაც გაამახვილეს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.