აქტუალური
“მე ვახო სანაიას "რეპორტაჟში" საუბრისას ვთქვი, რომ ჩემი წარმოდგენები დემოკარტიაზე და ბატონი ივანიშვილის წარმოდგენები დემოკრატიაზე განსხვავდება ერთმანეთისგან” - ჟურნალისტი ია ანთაძე არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" პასუხობს

1-baloon-aqt2საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. "მე ამ განცხადებაზე მაქვს ერთადერთი კომენტარი, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ამ საკითხის სიღრმისეულ განხილვაში. თუ ჩვენ საფუძვლიანად ვისაუბრებთ იმაზე, მე რა მიმაჩნია მე დემოკარტიის ნაკლებობა დ დღევადელ საქართველოსი და კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი რაში შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი და არ არის. ეს იქნებოდა ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო თემა. მე ვახო სანაიას "რეპორტაჟში" საუბრისას ვთქვი, რომ ჩემი წარმოდგენები დემოკარტიაზე და ბატონი ივანიშვილის წარმოდგენები დემოკრატიაზე განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ვთქვი, რომ მას საკუთარი გადაცემით შეუძლია მოსახლეობის ნდობა ან გაზარდოს ან შეამციროს, მე კი მიმაჩნია, რომ დემოკარტიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაძლიერება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი ადამიანის მისამართით ნდობის გაძლიერება. შეიძლება ეს იყო მათთვის ზედაპირული მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი რას ვამბობდი და თუ ამ საკითხს მათთან ერთად განვიხილავ ვიქნები მოხარული.
მე მიმაჩნია, რომ ბიძნა ივანიშვილს შეეძლო ბევრად მეტი გაეკეთებინა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ეს , რომ ყოფილიყო მისი პრიორიტეტი. ვაფასებ იმას რაც გაკეთდა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ვაფასებ იმას, რომ ადამიანებს შიში აღარ აქვთ და ბევრ რამეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სრულიად არასაკმარისია. ძალიან ცენტრალიზებული სისტემა აიგო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და მე ვერ ვხედავ სურვილს , რომ ეს ცენტრალიზებული სისტემა დაინგრეს," - განაცხადა ია ანთაძემ.